იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებლის საკონფერენციო მოხსენებას გვიზიარებს
10-08-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ერთობლივი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში  განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელმა ხათუნა ჯავახაძემ საკუთარი ნამუშევარი წარადგინა.

ტარიელ ფუტკარაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალები - ასეთი იყო კონფერენციის თემა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეთა მოხსენებები გამოქვეყნდა.

„ვაგრძელებთ კონფერენციის მოხსენებების გამოქვეყნებას:

ქუთაისში ტარიელ ფუტკარაძის იდეით დაფუძნებული სამი საგანმანათლებლო - სამეცნიერო ცენტრის შესახებ.

ხათუნა ჯავახაძე, განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელი, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის „ქართველთა (ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე“ ხელმძღვანელი“, - წერია ინფორმაციაში.

2021 წლის 25 მაისს ქუთაისში, ხოლო 5 ივნისს ბათუმში პროგრამა ტარიელ ფუტკარაძის სკოლის ფარგლებში მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ქუთაისის განათლების ეროვნულ ცენტრთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორი იყო იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს.

განათლების ეროვნული ინსტიტუტი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას ყოველწლიურად ჩაატარებს .

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203