ღურტის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე წიგნებით შეივსო - პროექტი „თანამედროვე ბიბლიოთეკა“ წარმატებით განხორციელდა
10-08-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლაში პროექტი „თანამედროვე ბიბლიოთეკა“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ღურტის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ძველი წიგნები თანამედროვე წიგნებით ჩანაცვლდა.

„ახალი სემესტრიდან ახალი 30 ბესტსელერის წაკითხვის შესაძლებლობა გექნებათ. დასრულდა პროექტი „თანამედროვე ბიბლიოთეკა“.

პროექტის ფარგლებში შევიძინეთ და გადავეცით წიგნები ღურტის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას. იმას, თუ რა პრობლემებს გადავაწყდით და რა გადავლახეთ, მოგიყვებით სიუჟეტში. სიუჟეტი მომზადებულია ანა აბულაძის მიერ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203