თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ოთარაშვილმა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულა
10-08-2021

თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ოთარაშვილმა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულა.

ტესტი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეხებოდა.

მარიამი 12 წლისაა. მას ტესტებში მოსწონს ის, რომ მისთვის საინტერესო კითხვებია და სააზროვნო. ძალიან უყვარს კალათბურთი. ასევე, ძალიან უყვარს საქართველოს ისტორია.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203