დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულ ანი დავითაიასა და სწავლის მოყვარულ ყველა ახალგაზრდას სტუდენტობას ულოცავს
10-08-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულს - ოქროს მედლის კანდიდატ ანა დავითაიას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულების მიღებას ულოცავს და თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.

„დარჩელის სკოლის კურსდამთავრებულს და ყველა სწავლა-განათლების მოსურნე ახალგაზრდას ვულოცავ სტუდენტობას, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ.

ანი დავითაია - დარჩელის N1საჯარო სკოლის ოქროსმედოლასანია, მან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო. გილოცავ ანი, სწორედ შენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. წარმატებებით გევლოს“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203