
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ინგლისური ენის მასწავლებელ ანა ქობულაძეს დაბადების დღეს ულოცავენ. კოლეგები იუბილარს თბილი სიტყვებით მიმართავენ.
„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს დაბადების დღეს ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს ქალბატონ ანა ქობულაძეს, ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წინსვლას, წარმატებებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.