ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაცია საამაყო პედაგოგს - გვანცა ხილაძეს გვაცნობს
10-08-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია საამაყო პედაგოგს - გვანცა ხილაძეს გვაცნობს. ახალგაზრდა მასწავლებელი დრამის და მუსიკის პედაგოგია. გვანცა ხილაძის შესახებ დირექცია გვიამბობს:

„გაიცანით, ჩვენი სკოლის კიდევ ერთი სიამაყე, უფროსი მასწავლებელი - გვანცა ხილაძე. პროფესიით მომღერალი და მსახიობია, „პროგრესშიც“ დრამის და მუსიკის პედაგოგად მუშაობს და საუკეთესოდ ახერხებს ბავშვებში ხელოვნებისადმი სიყვარულის დანერგვას; საჯარო სკოლაც და მუსიკალურიც წარჩინებით დაასრულა. 

სწავლობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, პროფილით აკადემიური სიმღერა; აქაც სტიპენდიანტი სტუდენტი იყო. 
გახლავთ ბათუმის მერიასთან არსებული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ანსამბლის მომღერალი;  თავისი ნიჭის და შრომის წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მოიარა და ქართულ კულტურას აზიარა უცხოელები. 

მის კლასშიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. აქ თუ შეიხედავთ, დარწმუნდებით, რომ გვანცა დიდი სიყვარულით და მონდომებით ზრუნავს პატარების განათლებასა და განვითარებაზე. 

წარმატებები ვუსურვოთ გვანცას! მრავალი თაობისთვის შეეყვარებინოს ქართული ხელოვნება და კულტურა!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203