უშგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
09-08-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - ბორის ჩანქსელიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც იამაყებენ მისი წინსვლით.

„ჩვენი სკოლის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულს, ბორის ჩარქსელიანს ვულოცავთ სტუდენტობას! წარმატებები დაგებედოს,ბორის!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203