გუბის საჯარო სკოლა აგვისტოს ომის გმირს, კურსდამთავრებულს - გოჩა დანელიას იხსენებს
09-08-2021

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლა გუბის საჯარო სკოლა აგვისტოს ომის გმირს, თავის კურსდამთავრებულს - გოჩა დანელიას იხსენებს.

უფროსი სერჟანტი გოჩა დანელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა. იგი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერია.

„ჩვენი სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებული. გმირები არ კვდებიან, ისინი ბრძოლისა და თავგანწირვის დიდებულ მაგალითებად რჩებიან მომავალი თაობებისთვის და იმედს გვაძლევენ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო მალე იქნება ერთიანი და თავისუფალი!“,- წერია სკოლის მერ გავრცელებულ ინფრმაციაში.

"ყველას რადა ჰკლავ,სიკვდილო,
რად არ თვითონა ჰკვდებიო?!
შენ ვერც ბუნება გაშინებს,
ვერც ეს დიდრონი მთებიო,
რამდენი გმირი ჩაყლაპე,
შენ მაინც ვერა ძღებიო,
ერთიღა დაგრჩა -სახელი,
ვერაფერს ვერ უშვრებიო.
სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,
ვერც საუკუნო წლებიო,
სახელი ქვეყნადა რჩება,
მიწას - ლეში და ძვლებიო.
ორივესა ჰყავ პატრონი,
ვერცერთს ვერ შაეხებიო,
გმირებს ნუ დაეჭიდები,
სიკვდილო, დამარცხდებიო!" 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203