მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩუქრები გადასცა
09-08-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩუქრები გადასცა.
მოსწავლეებს საჩუქრად მაისურები და ქვედაბოლოები გადაეცათ. მუხურის თემის სკოლა მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის წარმომადგენელ ხათუნა მიქავას.
„არასამთავრობომ და მისმა წარმომადგენელმა ხათუნა მიქავამ ამ პანდემიის პირობებში დიდი საჩუქარი გაუკეთა ჩვენი სკოლის მოსწავლე გოგონებს, რისთვისაც ისინი გულწრფელ მადლობას იხდიან“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია