
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ანა გიგაშვილმა, ნინო ბუცხრიკიძემ და ზვიადი თოდიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები წარმატებით დაძლიეს.
სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: ანა გიგაშვილს, ნინო ბუცხრიკიძესა და ზვიადი თოდიძეს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.