ღურტის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
09-08-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.

„ღურტის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის სახელით  ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას  2020-2021 წლის კურსდამთავრებულებს. ვამაყობთ თქვენით, თქვენს მონდომებასა და შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. ხოლო მათ, ვისაც დაგაკლდათ უმნიშვნელო რაოდენობის სკალირებული ქულა, არ იდარდოთ, ისევ მოინდომებთ, ისევ ისწავლით და ჩააბარებთ შემდეგ წელს. ჩვენ თითოეულით ვამაყობთ. გილოცავთ!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203