ქობულეთის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს
09-08-2021
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. კურსდამთავრებულებმა სკოლის სასახელოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალური შედეგები დაიმსახურეს.
სკოლის შემდეგმა კურსდამთავრებულებმა უცხოურ ენაში: ალეკო დუმბაძემ - 80, ქეთი კობახიძემ - 77 და გიორგი ხახუტაიშვილმა - 74 ქულები დაიმსახურეს.
ქობულეთის N6 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღებულ შედეგებს და აქვე დასძენს, რომ აღნიშნულ მოსწავლეებთან ერთად სხვა საგნებშიც მაღალი შედეგები აჩვენეს, რითიც სკოლა და პედაგოგები სიმაყით არიან სავსენი.