ქვემო ქედის საჯარო სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენეს
09-08-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში, 2008 წელს მომხდარი აგვისტოს ომი გაიხსენეს.
სკოლის მოსწავლეებმა, ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სკოლის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
„08.08.2008-მ ახალი „სისხლი და ცხედრები“ მოგვიტანა, ახლიდან გვათქმევინა: „საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ, სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები“, დროშების დაშვების ახალი თარიღი დაგვიწესა, სამაჩაბლო გაურკვეველი დროით მკერდიდან ამოგვგლიჯა“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია