თერჯოლის N1 საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს 14 ოქროსმედალოსანი ჰყავს
09-08-2021

თერჯოლის N1 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს 46-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის კი 14 ოქროს მედლის კანდიდატია.

მედლის კანდიდატები არიან:

  • ქრისტინე ბეღელაძე;
  • ლაშა ბუსკივაძე;
  • ანნა დევიძე;
  • ლიზა ვარდოსანიძე;
  • ანრი კლდიაშვილი;
  • ნინო მაკარიძე,
  • რუსუდან ნიკოლაძე;
  • ანი ჩუბინიძე;
  • ანა წაქაძე;
  • ანი ძიძიშვილი;
  • თათია ჯანგიანი;
  • ნიკოლოზ ელიაშვილი; 
  • ქრისტინა კუბლაშვილი;
  • ლიკა ცქიფურიშვილი.

მათ ასევე წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტები. სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას.

„სკოლა საკუთარი შრომის ნაყოფს იმკის. გილოცავთ, ჩვენო საამაყო მედალოსნებო და კურსდამთავრებულებო ეროვნულ გამოცდაზე მიღწეულ შედეგებს და გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. თერჯოლის N1  საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203