
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტობისთვის ემზადებიან.
წარმატებული აბიტურიენტები არიან: მარიამ გვირჯიშვილი; გიორგი ჟუჟუნაძე; მირანდა მაისურაძე; ანა მაისურაძე; მარიამ ოქრომელიძე და ლევან ინასარიძე.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ვულოცავთ სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, წინსვლას და ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.