„თითოეული მიღწევა წარმატებაა“ - ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული
09-08-2021

რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთან, ფეფო ჯანგავაძესთან შედგა:

- წარმატება არის... 

- წარმატება ოცნებების მიზნებად გადაქცევა, ხოლო შემდეგ ამ  მიზნების შესრულებაა. თითოეული მიღწევა წარმატებაა, თუნდაც ძალიან უბრალო და უმნიშვნელო დეტალებიც კი. 

- ჩემი სკოლა მახსენებს... 

- ჩემი სკოლა  ჩემს ბავშვობას მახსენებს. სკოლაში გატარებული თითოეული წელი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და სახალისო ისტორიებით დატვირთულია.

- ჩემი პირველი მასწავლებელი... 

- ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ციალა ჯაფარიძე, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, რაც ცხოვრების ბოლომდე სასიამოვნოდ გამყვება. ამაყი ვარ, რომ მისი აღსაზრდელი ვარ.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 

- როცა მოსწავლე ვიყავი ძალინ ბევრი ოცნება მქონდა. შემდეგ ამ პატარა ოცნებების მიზნებად გადაქცევა ვისწავლე, რაშიც სკოლაში მყოფი თითოეული ადამიანი დამეხმარა.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ანტუან დე სენტ ეგზიუპერის - „პატარა უფლისწული“

- ზაფხულში ვცდილობ... 

- ვცდილობ დადებითი ენერგიებით დავიმუხტო და ახალ ლიტერატურას გავეცნო.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება... 

- ფრაზები ძალიან მიყვარს და ძალინ ბევრ ფრაზას ჩემთვის უდიდესი დატვირთვა აქვს, თუმცა გამოვარჩევდი ასევე „პატარა უფლისწულში“ ავტორის მიერ გამოყენებულ ფრაზას: „მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან“.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203