მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
09-08-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებითა და მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის სასახელოდ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი, ესმა ჯაფარიძე კურსდამთავრებულებს: სალომე დიასამიძეს, ლერი ლომაძეს და სეილა მუთიძეს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს.

ესმა ჯაფარიძე და პედაგოგები თითოეულ კურსდამთავრებულს სწავლასა და ცხოვრების ყველა ეტაპზე დიდ წარმატებებს უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203