ჭარნალის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებით დასრულდა. სკოლის სასახელოდ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.სკოლის დირექცია, კურსდამთავრებულებს გამოცდების ჩაბარებას ულოცავს და განსაკუთრებულ მადლობას იმ მოსწავლეებს უხდის, რომლებმაც გამოცდები მაღალი აკადემიური მოსწრებით ჩააბარეს:
- ანა წულუკიძე;
- ანნა ბიბინეიშვილი;
- ლიზი სანთელაძე;
- ილია ბერიძე.
„ყველა კურსდამთავრებულს უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ, ცხოვრების ამ ეტაპზე! თქვენით ამაყობს სოფელი და ქვეყანა“ - აღნიშნულია ჭარნალის საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.