ჭალადიდის საჯარო სკოლის კიდევ ერთ პედაგოგს უფროსის სტატუსი მიენიჭა
06-08-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.

ამჯერად, სკოლა კიდევ ერთმა პედაგოგმა ასახელა და სოფიკო გვასალიამ დამსახურებული, უფროსი მასწავლის სტატუსი მოიპოვა.

პედაგოგს, დირექტორი ნანა ქარციძე ულოცავს დამსახურებული სტატუსის მიღებას:

„ჭალადიდის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი ჰყავს. გილოცავთ სოფო, ბევრი შრომის შემდეგ სასურველი შედეგიც დადგა. გვიხარია შენი წარმატება და გისურვებთ, რომ კიდევ უამრავი წარმატებისთვის მიგეღწიოს. ასევე გეფერებით ჭალადიდის სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ყველა წევრს, თქვენ საამაყო თაობებს ზრდით!სტატუსი არ ნიშნავს არაფერ ბევრს და ეს ჩვენ ვიცით, მთავარი არის ის რომ თითოეული თქვენგანი დაუღალავად შრომობთ თქვენი აღსაზრდელებისთვის. გვიყვარხართ გვიხარიხართ, გვეიმედებით და ვფიქრობ, კიდევ არაერთხელ მოგილოცავთ მსგავს წარმატებებს.“ - აღნიშნავს, დირექტორი ნანა ქარციძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203