
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექცია აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და სტუდენტობისკენ გზას ულოცავს. პედაგოგებმა და დირექციამ თითოეულ კურსდამთავრებულს მიულოცეს რთული პერიოდის ღირსეულად გამკლავება და გამოცდებში მიღწეული შედეგი.
„გილოცავთ, ბავშვებო, ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს! გისურვებთ წარმატებებს, რაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საფუძველი იქნება! ამაყები ვართ იმით, რომ ჩვენი სკოლის აბიტურიენტიდან ყველამ ასე წარმატებულად დაასრულეთ ეს რთული პერიოდი და არავინ დარჩენილა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა!!!
გზას დაგილოცავთ ცოდნის ტაძრისაკენ! გვიყვარხართ და გვეიმედებით!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.