ყელქცეულის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა
06-08-2021
ოთარ ჩხეიძის სახელობის, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით, უამრავ წარმატებას აღწევენ. ამჯერად სკოლამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და Wakalet-ის საერთაშორისო სკოლების პროგრამის მონაწილე გახდა.
„სკოლის კიდევ ერთი წარმატება! Wakalet სკოლების პროგრამის გლობალური გაშვებისთანავე, ჩვენი სკოლა გახდა Wakalet-ის საერთაშორისო სკოლების პროგრამის მონაწილე დიდი მადლობა Wakelet ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენს მასწავლებლებს მხარში დგომისთვის! წინ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის!“ - აღნიშნავს ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ტაბატაძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია