დუისის საჯარო სკოლის პედაგოგი 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დასახელდა
06-08-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.
სკოლის პედაგოგი, აზა ხანგოშვილი სკოლის სასახელოდ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. აზა, პანკისის ხეობაში, დუისის საჯარო სკოლაში ხუთ საგანს – ფიზიკას, ქიმიას, ბუნებისმეტყველებას, მეწარმეობის საფუძვლებსა და სპორტს ასწავლის.
დუისის საჯარო სკოლა, აზა ხანგოშვილს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და პროფესიულ საქმიანობაში კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია