
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. დირექცია ოქროს მედლის კანდიდატების - ოთო მაკარაძისა და რეზო დავითაძის შედეგებით ამაყობს და წარმატებებულ სტუდენტობას უსურვებს.
„ოლადაურის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის ოქროს მედალოსნებს: ოთო მაკარაძეს და რეზო დავითაძეს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ჩვენი მოლოდინები გაამართლეთ, ასევე გვჯერა თქვენი მომავალი წარმატებების!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.