წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა ყოველ მიღწევასა თუ წინ გადადგმულ ნაბიჯს სკოლა დიდი სიამაყითა და სიხარულით გვიზიარებს.სკოლის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ, ნუცა ძირკვაძემ საკუთარი შემოქმედების გამოფენა მოაწყო. მე-7 კლასის მოსწავლე, ნუცა ძირკვაძე გუაშებითა და სპრეი საღებავებით უნიკალურ ნახატებს ქმნის. მისმა გამოფენამ „ნუცას სამყარომ“ დიდი წარმატებით ჩაიარა.
გუმბათის საჯარო სკოლა ამაყობს ნიჭიერი მოსწავლის შემოქმედებით და ნუცას კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: