„მეამაყებოდით, მეიმედებოდით და მომავალშიც ასე გაგრძელდება“ - სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი აბიტურიენტებს გამოცდებში წარმატებულ შედეგებს ულოცავს
06-08-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი ია კვატია კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. დირექტორი ამაყობს აღზრდილებით და თითოეულს ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.

„ამაყი ვარ - ჩემი სკოლის ყველა კურსდამთავრებული გარანტირებულად სტუდენტი გახდება. ვინ რა ფაკულტეტზე, ვინ რა მიღწევებით, ეს მოგვიანებით. მეამაყებოდით, მეიმედებოდით და მომავალშიც ასე გაგრძელდება. სტუდენტობას გილოცავთ, ჩემო 100%-იანო კლასო. მიყვარხართ“, - წერს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203