ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის პრეზენტაციაზე წარმატებით მიიღეს მონაწილეობა
06-08-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იღებენ მონაწილეობას.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეების აქტიურობითა და მონდომებით კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება შედგა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ღია სივრცეში გაიმართა გამომცემლობა „წიგნი+ ერის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თიკო ჩხეიძის სადებიუტო წიგნი „აღსარება დედისა“ ღონისძიებაზე აქტიურობით სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ : ანა ლაბაძე, პაპუნა მაღრაძე, თინათინ ცუცქირიძე და ლუკა ჩაუჩიძე.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს წიგნის შესახებ, რომელიც მათი თანატოლის - ტატა რევიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ხაშურის N7 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და ახალგაზრდა, ნიჭიერ ავტორს, თიკო ჩხეიძეს წარმატებებს უსურვებს როგორც პროფესიულ ისე, ცხოვრების ყველა სფეროში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203