
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო.
დირექციის ინფორმაციით, მოსწავლეებმა 20-20 ფიჭვისა და ვარდის ნერგი დარგეს.
ბავშვები, პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონდომებით ჩაერთნენ და სურვილი გამოხატეს, მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართოს.
იხილეთ ფოტოები