
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა -თამაზ რევაზიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის ტესტში მაღალი ქულა მიიღო.
თამაზ რევაზიშვილის ქულა 70-დან 65-ია. სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.
იხილეთ ფოტო: