ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის აბიტურიენტმა გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვა
06-08-2021

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მიხეილ მესხმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვა. 

მისი ქულა ბიოლოგიაში 70-დან 68, ხოლო ქიმიაში 63-დან 58-ია. მას ასევე მაღალი ქულები აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაშიც. 

სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულს ამ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203