ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი, კურსდამთავრებულებს წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს
06-08-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.
სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობს. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ბავშვები და მასწავლებლები არაერთ საინტერესო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდნენ, რათა მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხო გარემოში ყოფილიყვნენ.
ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი, არსენ შავაძე სკოლის აბიტურიენტებს ულოცავს სკოლის და გამოცდების წარმატებით დასრულებას:
„რა სასიამოვნო შეგრძნებაა როცა შენი აბიტურიენტები გიმართლებენ იმედებს და შემოდგომაც ბარაქიანი, დახუნძლული გაქვს. მათი სახელით ვულოცავ სრულიად საქართველოს ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას და შემდგომ წარმატებებს ქვეყნის აღმშენებლობის, გაძლიერებისა და გამთლიანების საქმეში. მადლობა ყველა პედაგოგს უანგარო შრომისა და მშობლებს ხელშეწყობისათვის. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.“ - აღნიშნავს, არსენ შავაძე
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს