ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი, კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს
06-08-2021
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებული სიხარულითა და წარმატებით დასრულდა. სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.

სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, დირექტორი, მთვარისა ახვლედიანი ულოცავს გამოცდების დასრულებას და თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს:

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გილოცავთ სტუდენტობას! მიხარია, რომ ყველანი თქვენს სასურველ ფაკულტეტზე მოხვდებით და მჯერა, კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდებით, რაც მთავარია - კარგ მოქალაქეებად, რაშიც თქვენს ოჯახებთან ერთად თქვენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება. ვულოცავ თქვენს მშობლებს, საგნის მასწავლებლებს და ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებიც თქვენთან ერთად გახდნენ სტუდენტები! გზა დაგელოცოთ!“ - აღნიშნულია, სკოლის დირექტორის, მთვარისა ახვლედიანის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203