მეკეიძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით დაძლიეს
06-08-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა.
სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობს. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ბავშვები და მასწავლებლები არაერთ საინტერესო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდნენ, რათა მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხო გარემოში ყოფილიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლის ყველა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაძლიეს.
მეკეიძეების საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თითოეულ მათგანს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია