ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა ჩოგოვაძე თავის სათქმელს ნახატებით გადმოსცემს
06-08-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლინდა ჩოგოვაძე ხატვით ნიჭითაა დაჯილდოებული და თავის სათქმელსაც ნახატებით გადმოსცემს.

ლინდა ჩოგოვაძე სსსმ მოსწავლისთვის საჭირო რესურსების მომზადებაში მონაწილეობდა. მას ნახატები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებითაც აქვს.

სკოლაში ამაყობენ თავიანთი წარმატებული მოსწავლით და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

ბანოჯის საჯარო სკოლა თავისი მოსწავლეებით ყოველთვის მზად არის გამოეხმაუროს და უპასუხოს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და წარმატებებს აღწევენ საგაკვეთილო  პროცესებში,  საკლუბო მუშაობაში, სხვადასხვა ტურებში, საგანმანათლებლო თუ საგრანტო პროექტებში და ა.შ.“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203