კლდის საჯარო სკოლის მე-8 კლასში საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
09-08-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-8 კლასში სასკოლო პროექტი „წიგნიერება“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც ცირა გელაშვილი იყო.  

წლის განმავლობაში მოსწავლეებს ევალებოდათ, წაეკითხათ მითითებული მწერლის რომელიმე ნაწარმოები და შეხვედრისას ემსჯელათ წაკითხულის ირგვლივ.

მოსწავლეები პროექტში დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართული.

წლის ბოლოს, მოსწავლეები შემაჯამებელ შეხვედრაზე, სკოლის დირექციისგან სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.  


იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203