ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ისწავლის
05-08-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა კოტრიკაძე ერთი წლის განმავლობაში FLEX-ის პროგრამით ამერიკაში ისწავლის. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დიანა კოტრიკაძემ FLEX-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და მისი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. იგი ერთი წლის განმავლობაში კოლოდაროს შტატში ისწავლის და იცხოვრებს.

მთელი სკოლა ულოცავს დიანა კოტრიკაძეს ამ დიდ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ მისი წინსვლით.

„დიანა ძალიან მონდომებული, მშრომელი, მიზანმიმართული გოგონაა და გვჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ დიანას ამ წარმატებას. ჩვენ გვჯერა შენი, გვეიმედები და გვეამაყები!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203