გაიცანით, თბილისის N143 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე და მუსიკოსი
05-08-2021
თბილისის N143 საჯარო სკოლას მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები ჰყავს, რომელთა ყოველ მიღწევას საზოგადოებას დიდი სიხარულითა და სიამაყით უზიარებენ.
სკოლა ამჯერად კიდევ ერთ ნიჭიერ მოსწავლეს, 14 წლის ილია გვასალიას გვაცნობს - ილია გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი მოსწავლეა, ასევე ნიჭიერი მუსიკოსია. შესანიშნავად უკრავს ვალტორნაზე და ორკესტრის ნიჭიერი, გამორჩეული წევრი გახლავთ. როგორც თავად აღნიშნავს მისთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა.
თბილისის N143 საჯარო სკოლა ილიას ყოველი წარმატებული ნაბიჯით იამაყებს და კიდევ მეტ წარმატებებს უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია