„გვინდა გავზარდოთ თაობა, რომელსაც უყვარს ბუნება, იცავს გარემოს და იბრძვის ჩვენი პლანეტის მომავლისათვის“ - ნინოწმინდის საჯარო სკოლა
05-08-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტს Steps for the climate შეუერთდნენ.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა საინტერესო აქტივობები. მოსწავლეები ატარებდნენ კვლევებს, აკვირდებოდნენ ბუნებას, მონაწილეობდნენ ექსპერიმენტებში და აკეთებდნენ დასკვნებს.

თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა წყლის მსოფლიო დღის, დედამიწის დღისა და დედამიწის საათის აღნიშვნაში. ისინი მუშაობდნენ საერთაშორისო გუნდებში და უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს.

„Steps for the climate საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანია 7-11 წლის მოსწავლეთა მომზადება გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებების გასააზრებლად. მასში მონაწილეობა მიიღო 19-მა პარტნიორმა პოლონეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას იმის შესახებ, როგორ აისახება ადამიანის საქმიანობა კლიმატის ცვლილებაზე და რა შედეგები მოაქვს მას.

დედამიწაზე სასიკეთო ცვლილებები შესამჩნევი მაშინ გახდება, როცა კლიმატის გასაუმჯობესებლად სულ უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე პატარა ნაბიჯიც კი ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვინდა გავზარდოთ თაობა, რომელსაც უყვარს ბუნება, იცავს გარემოს და იბრძვის ჩვენი პლანეტის მომავლისათვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წარმოდგენილია პრეზენტაციაში.

იხილეთ პრეზენტაცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203