Izrune.ge ლენტეხში მომავალი განათლების საუკეთესო პროექტად შეაფასეს
18-01-2018
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ლენტეხს სტუმრობს. 

დღეს „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა ლენტეხის საგანმანათლებლი რესურსცენტრში ახალ, ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ს შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. 

შეხვედრას ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

ლენტეხის რესურსცენტრმა Izrune.ge-ს მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავლის პროექტი უწოდა. 

„ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების თვითშეფასების საშუალებას მისცემს და მათ განათლებაში სკოლისა და ოჯახის ერთობლივ ჩართვას უზრუნველყოფს,“ -  აღნიშნა ბადრი ქარდავამ. 

Izrune.ge ლენტეხში მომავალი განათლების საუკეთესო პროექტად შეაფასეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.   

მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203