
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ბარბარე ჯიშკარიანმა და მე-3 კლაისის მოსწავლე გიორგი ჯიშკარიანმა საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულეს. 25 ივლისის ტესტი აფხაზეთს მიეძღვნა და მოსწავლეებმა აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღეს.
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
იხილეთ ფოტო: