ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლე ილია კუკავამ izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი ბრწყინვალედ შეასრულა
05-08-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ილია კუკავამ საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულა. 25 ივლისის ტესტი აფხაზეთს მიეძღვნა და მოსწავლემ აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღო.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203