
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია“ მონაწილეობდნენ.
მათ შორის ორი მოსწავლე - ეთერ კაპანაძე და ლინა კურტანიძე ფინალში გადავიდნენ, ხოლო ლინა კურტანიძემ ფინალურ ტურში დაიკავა მესამე ადგილი.
ორივე მონაწილე სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.