კლდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობაზე პრეზენტაცია მოამზადეს
05-08-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობაზე საჯარო პრეზენტაცია მოამზადეს.

მოსწავლეებმა აუდიტორიას განუმარტეს, რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, შემდეგ კი დისკუსია გამართეს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ასევე მოწვეული სტუმრები ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან. მათ მოაწოდეს უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მოზარდებს, ასევე ყურადღება გაამახვილეს პირბადეების სწორად ტარებაზე, დისტანციაზე, ჰიგიენური წესების დაცვაზე.

შეხვედრა ჩატარდა რეგულაციების დაცვით. აღნიშნული ღონისძიებით ხელი შეეწყო ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

31 მაისი - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 1987 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღინიშნება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203