„კინო სკოლაში“ - კლდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები საინტერესო პროექტს შეუერთდნენ
05-08-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები პროექტ „კინო სკოლაში“ ჩაერთვნენ.

პროექტის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. 

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით 2021 წლის პროექტის გაზაფხულის სეზონი განხორციელდა ონლაინ გაკვეთილების სახით. ამის საშუალებას იძლევა პლატფორმა „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER), რომელიც ევროპის 6 ქვეყნისთვის (მათ შორის საქართველოსთვის) არის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

პროექტი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203