თბილისის N71 საჯარო სკოლის პედაგოგი, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელად დასახელდა
05-08-2021
თბილისის N71 საჯარო სკოლის პედაგოგები წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. მასწავლებლები თავდაუზოგავი შრომისთვის სხვადასხვა ჯილდოებს ხშირად იღებენ.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები და რეგიონის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ, მათ შორის, სკოლის პედაგოგი, ლედი ელიაშვილი.
ლედი ელიაშვილი, მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსში, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელად დასახელდა.
თბილისის N71 საჯარო სკოლა, ლედი ელიაშვილს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია