ოზნის საჯარო სკოლის პედაგოგი საუკეთესო მასწავლებელთა რიგებში დასახელდა
05-08-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. სკოლის მასწავლებლები, გაწეული შრომისთვის ხშირად იღებენ სხვადასხვა ჯილდოებს.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები და რეგიონის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ, მათ შორის, რუბენ ანესიანი.
მასწავლებელი, რუბენ ანესიანი, მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსში, დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელად დასახელდა.
ოზნის საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია