ბარალეთის N1 საჯარო სკოლა ამაყობს პედაგოგით, რომელიც საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
05-08-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. სკოლის მასწავლებლები, გაწეული შრომისთვის ხშირად იღებენ სხვადასხვა ჯილდოებს.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები და რეგიონის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ, მათ შორის, სილვა ბერუჯანიანი.
პედაგოგი, სილვა ბერუჯანიანი, მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსში, დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელად დასახელდა.
ბარალეთის N1 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსწავლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია