ახალციხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი დაწყებით საფეხურზე, სომხურ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
05-08-2021
ახალციხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. სკოლის მასწავლებლები, გაწეული შრომისთვის ხშირად იღებენ სხვადასხვა ჯილდოებს.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები და რეგიონის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ, მათ შორის სუსანა მანასიანი.
ამჯერად, პედაგოგი სუსანა მანასიანი, მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსში, დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.
ახალციხის N3 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია