ამამლოს საჯარო სკოლის პედაგოგი აზერბაიჯანულ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელად დასახელდა
05-08-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ წინსვლასა და განვითარებაზე. მასწავლებლები თავდაუზოგავი შრომისთვის ხშირად სხვადასხვა ჯილდოებს იღებენ.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები და რეგიონის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ, მათ შორის, სკოლის პედაგოგი - თახმინა მურადოვა.

თახმინა მურადოვა, მასწავლებელთა რეგიონალურ კონკურსში, დაწყებით საფეხურზე ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანულ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელად დასახელდა.

ამამლოს საჯარო სკოლა თახმინა მურადოვას ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და პროფესიულ საქმიანობაში კიდევ მეტ წინსლვას უსრვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203