
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ანა ანდღულაძემ და ცოტნე ქევხიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ტესტში მაღალი ქულები მიიღეს.
ორივე მათგანმა ინგლისურ ენაში 80-დან 79 ქულა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.