ახალსოფლის საჯარო სკოლა აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიღებას ულოცავს
05-08-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა დალი წივილაშვილმა და მარიამ ტორაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს.

დალის წივილაშვილმა ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 62, ხოლო ინგლისურ ენაში 80-დან 75-ია.

მარიამ ტორაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 63, ხოლო ინგლისურ ენაში 80-დან 70 ქულა მიიღო.

სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც იამაყებენ მათი წინსვლით.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203